პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა „ორეშნიკის“ სერიული წარმოება დაიწყო

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა საშუალო სიშორის სარაკეტო კომპლექსის, „ორეშნიკის“ სერიული წარმოება დაიწყო.

„ჩვენ შევქმენით და საბრძოლო მორიგეობაზე დავაყენეთ, დავიწყეთ საშუალო სიშორის სარაკეტო კომპლექსის „ორეშნიკის“ სერიული წარმოება“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

„ორეშნიკის“ შესახებ საჯაროდ პირველად 2024 წლის 21 ნოემბერს გახდა ცნობილი, როდესაც პუტინმა განაცხადა, რომ „ორეშნიკი“ გამოყენებული იყო დნეპრში მდებარე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე დარტყმისთვის.