1770841551
პოლონეთი აშშ-ის ერთგული მოკავშირეა, მაგრამ ვასალი არ იქნება - დონალდ ტუსკი
პოლონეთი აშშ-ის ერთგული მოკავშირეა, მაგრამ ვასალი არ იქნება, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
ტუსკის თქმით, ალიანსები დაფუძნებული უნდა იყოს პარტნიორობაზე და არა მორჩილებაზე.
„პოლონეთი იყო, არის და იქნება შეერთებული შტატების ერთგული, სანდო და პროგნოზირებადი მოკავშირე, მაგრამ, ვიდრე მე პრემიერ-მინისტრი ვარ, ამ ალიანსში პოლონეთი არ არის და არც იქნება ვასალი. ჩვენ ვიქნებით ერთგული მოკავშირე, მაგრამ არ ვიქნებით ვასალი მსოფლიოს არცერთ ქვეყანასთან ურთიერთობაში. მოკავშირეებს შორის ურთიერთობა არ შეიძლება, დამოკიდებული იყოს იმაზე, რომ ვინმე გამუდმებით თავს აქნევს და ცდილობს რაიმეს მიღწევას პირფერობით, ეს არ მუშაობს“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.











