პერუმ მექსიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

პერუ მექსიკა

პერუ მექსიკასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. ამის შესახებ პერუს საგარეო საქმეთა მინისტრმა, უგო დე ზელამ მას შემდეგ განაცხადა, რაც პერუს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბეტსი ჩავესმა მექსიკის საელჩოს შეაფარა თავი.

„ამ არამეგობრულ ნაბიჯზე საპასუხოდ და აღნიშნული ქვეყნის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების მხრიდან პერუს შიდა საქმეებში ჩარევის არაერთი შემთხვევის გათვალისწინებით, პერუს მთავრობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები მექსიკასთან“, – განაცხადა უგო დე ზელამ.

ნეტსი ჩავესს ადანაშაულებენ პერუს ყოფილი პრეზიდენტის პედრო კასტილიოს მიერ 2022 წელს კონგრესის დათხოვნის მცდელობაში მონაწილეობის საქმეში. პროკურატურა მისთვის 25-წლიან პატიმრობას ითხოვს. თავად კასტილიო პატიმრობაში იმყოფება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის. გამოძიების ფარგლებში ჩავესი 2023 ივნისში დააკავეს, თუმცა სექტემბერში ის მოსამართლემ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.