პენტაგონი: აშშ-მა უკრაინას გაზაფხულიდან დღემდე დაპირებული სამხედრო დახმარების 83% გადასცა

პენტაგონი

აშშ-ის მთავრობა უკრაინას დაპირებული ჭურვების 83%, ხოლო ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების 60% უკვე მიაწოდა მას შემდეგ, რაც აპრილში კონგრესმა დამატებითი დაფინანსება გამოყო, განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა ბრიფინგზე.

„დამატებითი დაფინანსების დამტკიცებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ჩვენ უკრაინას დაპირებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჭურვების 83% უკვე მივაწოდეთ“, - განაცხადა რაიდერმა.

საუბარია 155-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებზე, HIMARS-ის რაკეტებზე, Patriot-ისა და NASAMS-ის სისტემების ჭურვებზე და სხვაზე. გარდა ამისა, აშშ-მა უკრაინას დაპირებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების 67% მიაწოდა. მათ შორისაა Stinger-ისა და HAWK-ის რაკეტები.

„ჩვენ ჩვენი ვალდებულების 60% საცეცხლე საშუალებების კუთხითაც შევასრულეთ, მათ შორის მივაწოდეთ მცირე დიამეტრის ბომბები და 105 მილიმეტრის ჭურვები“, - დასძინა მან.