პეკინში სამხედრო აღლუმი ჩატარდა

პეკინში სამხედრო აღლუმი ჩატარდა

პეკინში, მეორე მსოფლიო ომის დროს ჩინეთის იაპონიაზე გამარჯვების 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩატარდა, რომელსაც 20-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური ესწრებოდა.

აღლუმზე წარდგენილი იყო ჩინეთის ახალი შეიარაღება, მათ შორის ლაზერული იარაღი, ბირთვული ბალისტიკური რაკეტები და გიგანტური წყალქვეშა დრონები.

ქვეყნის ლიდერმა სი ძინპინმა აღნიშნა, რომ კაცობრიობა ომსა და მშვიდობას შორის არჩევანის წინაშე დგას და ჩინეთის წინსვლას ვერავინ შეაჩერებს. აღლუმის მსვლელობისას სი ძინპინი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს ესაუბრებოა.