ორი ახალგაზრდა დაიღუპა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სროლის შედეგად - კადრები ადგილიდან

სროლა

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სროლა იყო. შედეგად ისრაელის ორი მოქალაქე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს. 

გამოცემის ცნობით, ქალები ავტომობილში იმყოფებოდნენ, რომელსაც ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულები 20 წლამდე გოგონები არიან. 45 წლის ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

სამხედროებმა განაცხადეს, რომ მისმა ჯარებმა „დაიწყეს ტერორისტების დევნა“.

ისრაელის პოლიციის კომისარმა ყველას ისრაელის მოქალაქეს მოუწოდა, რომ ვისაც ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზია აქვს, დაიწყონ იარაღის ტარება.

”ეს არის მკვლელი თავდასხმა, რომელიც გვახსენებს, რამდენად აქტუალურია ტერორისტების საფრთხე მისი სხვადასხვა ფორმით,” - თქვა მან.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ისრაელსა და პალესტინელებს შორის ძალადობა გაძლიერდა.

ისრაელის ძალებმა 90-ზე მეტი პალესტინელი - ბოევიკი და მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. 

დღეს თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ საჰაერო თავდასხმები განახორციელეს ღამით ლიბანსა და ღაზას სექტორში პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფების ჰამასთან დაკავშირებულ ობიექტებზე.