გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
ოდესის ოლქზე რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა საპორტო ონფრასტრუქტურის ობიექტის ტერიტორიაზე, ასევე საცხოვრებელ სახლებში და ბენზინგასამართ სადგურზე.
გარდა ამისა, ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი აცხადებს, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე 30 ათასზე მეტი აბონენტი დარჩა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით 112 დრონი გაუშვეს, მათგან 87-ის მოგერიება მოხერხდა. დრონებით დარტყმები დაფიქსირდა 12 ლოკაციაზე.