ნუ დავივიწყებთ უკრაინას, პალესტინას, ისრაელს, რომლებიც ომში არიან, ყველამ ერთად მშვიდობისთვის ვილოცოთ - რომის პაპი

რომის პაპი

გთხოვთ არ დავივიწყოთ უკრაინა, პალესტინა, ისრაელი, რომლებიც ომში არიან, - ამ სიტყვებით მიმართა რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ რომაელებსა და მომლოცველებს.

„გთხოვთ, ნუ დავივიწყებთ უკრაინას, პალესტინას, ისრაელს, რომლებიც ომში არიან. ყველამ ერთად მშვიდობისთვის ვილოცოთ. მადლიერებით ვიხსენებ უთვალავ ლოცვასა და სამშვიდობო ინიციატივას, რომლებიც ტარდება ამ დღეს ყველა კონტინენტზე საეკლესიო თემების მხარდაჭერით“, - განაცხადა რომის პაპმა.