ნიკოლ ფაშინიანი: შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს

ნიკოლ ფაშინიანი

პირმა, რომელიც კათოლიკოსია, დაარღვია უქორწინებლობის აღთქმა, ჰყავს შვილი და, ზოგიერთი წყაროს თანახმად, შვილებიც, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, შეურაცხყოფა იმაში მდგომარეობს, რომ კტრიჩ ნერსისიანმა (გარეგინ მეორე) სომხეთის სულიერი ცხოვრება ჩიხში შეიყვანა და კათოლიკოსის საქმიანობა ექსპორტად, იმპორტად, ფულის განაწილებად, ყიდვა-გაყიდვად აქცია.

„შეურაცხყოფა ის არის, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.