ნიდერლანდების მთავრობამ შესაძლოა Facebook-ზე ოფიციალური გვერდები დახუროს

facebook

ნიდერლანდების მთავრობამ შესაძლოა Facebook-ზე ოფიციალური გვერდები დახუროს, თუ კომპანია Meta სოციალურ ქსელში მომხმარებელთა პირადი მონაცემების დამუშავების წესებს არ შეცვლის.

როგორც Politico-ს ნიდერლანდების ციფრულ საკითხებში სახელმწიფო მდივანმა ალექსანდრა ვან ჰაფელენმა განუცხადა, ის Meta-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„მსურს, რაც შეიძლება მალე, Meta-სგან მივიღოთ პასუხი იმასთან დაკავშირებით, როგორ უპასუხებენ ისინი იმ საკითხებს, რომელიც ჩვენ გვაწუხებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებულები ვიქნებით, Facebook-ის გვერდებზე ჩვენი აქტივობა შევწყვიტოთ“, - აღნიშნა ვან ჰაფელენმა.

მანამდე ნიდერლანდების მონაცემთა დაცვის სააგენტომ მოუწოდა ხელისუფლებას, „შეწყვიტოს Facebook-ის გვერდებით სარგებლობა, ვინაიდან რიგ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით გაურკვევლობა არსებობს“.