3 ადგილი სახლში, სადაც კატეგორიულად არ შეიძლება სარკის დაკიდება
1757966639
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „საშინელ, დიდ ტყუილს“ უწოდებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, ამერიკელი აქტივისტი ჩარლი კირკი ისრაელმა მოკლა.
ისრაელში ვარაუდობენ, რომ მსგავს ინფორმაციას, შესაძლოა, კატარის მიერ დაფინანსებული ადამიანები ავრცელებდნენ.
„ნაცისტური პროპაგანდის მინისტრმა, ჯოზეფ გებელსმა თქვა, რომ რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო სწრაფად გავრცელდება. ვიღაცამ შეთხზა საშინელი, დიდი ტყუილი, თითქოს ისრაელს რაღაც კავშირი აქვს ჩარლი კირკის საშინელ მკვლელობასთან. ეს სიგიჟეა. ეს ტყუილია. ეს აღმაშფოთებელია. ახლა ზოგიერთი ამ ამაზრზენ ჭორებს ავრცელებს – შესაძლოა, აკვიატების გამო, შესაძლოა, კატარის დაფინანსებით“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.