1757602071
ნეთანიაჰუ: დასრულდა ის დრო, როცა ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერები გარკვეულ ადგილებში იმუნიტეტით სარგებლობდნენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „დასრულდა ის დრო, როცა ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერები გარკვეულ ადგილებში იმუნიტეტით სარგებლობდნენ“.
მისი განცხადება მოჰყვა იმ საჰაერო იერიშს, რომელიც ისრაელმა კატარში, „ჰამასის“ ლიდერების წინააღმდეგ განახორციელა.
„ჩვენმა მტრებმა ერთი რამ უნდა იცოდნენ - ისრაელის შექმნის დღიდან ებრაელების სისხლი იაფი არ ღირს!“ - თქვა ნეთანიაჰუმ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ჰამასის ლიდერები ზუსტად იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ზეიმობდნენ, ვიდრე „ჰამასი“ ისრაელის შიგნით ხოცვა-ჟლეტას აგრძელებდა.