NATO-ს მეხუთე მუხლის სტილის გარანტიების შესახებ ტრამპის წინადადება შეესაბამება იმას, რაზეც „მსურველთა კოალიცია“ თვეების განმავლობაში მუშაობდა - კირ სტარმერი

კირ სტარმერი

ლიდერებს დღეს საღამოს შეუძლიათ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა წინ, ისტორიულ ნაბიჯთან, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თეთრ სახლში მიმდინარე გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ, ყველას გვინდა მშვიდობა. ომს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა როგორც უკრაინაზე, ასევე ევროპასა და დიდ ბრიტანეთზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ლიდერებს დღეს საღამოს შეუძლიათ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა წინ, ისტორიულ ნაბიჯთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპისა და დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებაზეც. ნამდვილად ვგრძნობ, რომ სწორი მიდგომით დღეს შეგვიძლია რეალური პროგრესის მიღწევა, განსაკუთრებით უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ტრამპის წინადადება NATO-ს მეხუთე მუხლის სტილის გარანტიების შესახებ, შეესაბამება იმას, რაზეც „მსურველთა კოალიცია“ თვეების განმავლობაში მუშაობდა“, – აღნიშნა სტარმერმა.

თეთრ სახლში, გაფართოებულ შეხვედრაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროპელი ლიდერები მონაწილეობენ. მანამდე პირისპირ შეხვედრა გაიმართა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.