სიმდიდრის ფავორიტი ზოდიაქოს 5 ნიშანი – ნახეთ, ხართ თუ არა მათ შორის
1793300155
მსოფლიო კინო კიდევ ერთ ლეგენდას ემშვიდობება — 86 წლის ასაკში ცნობილი ინგლისელი მსახიობი სერ პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა. მსახიობმა, რომელსაც მაყურებელი განსაკუთრებით „ვარსკვლავური გზისა“ და „იქს-ადამიანების“ ფილმებიდან იცნობს, სიცოცხლის ბოლო დღეები ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გაატარა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ოჯახის განცხადებით, სტიუარტი მეუღლის, სანის გვერდით, ალცჰაიმერის დაავადებასთან და ლევის სხეულაკების დემენციასთან ხანმოკლე, თუმცა მძიმე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
„დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ გუშინ, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, საყვარელი მეუღლის მზრუნველ გარემოცვაში, გარდაიცვალა სერ პატრიკ სტიუარტი“, — ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში.
მსახიობობა პატრიკ სტიუარტმა 18 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად მან აღიარება თეატრალურ სცენაზე მოიპოვა. 1960-იანი წლებიდან სამეფო შექსპირის თეატრალური დასის წევრი იყო და არაერთ მნიშვნელოვან სპექტაკლში მონაწილეობდა.
მსოფლიო პოპულარობა მას საკულტო სერიალმა „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა“ მოუტანა, სადაც კაპიტანი ჟან-ლუკ პიკარის როლი შეასრულა. მილიონობით მაყურებლისთვის ასევე დაუვიწყარია მისი პროფესორ ჩარლზ ქსავიეს, იგივე პროფესორ X-ის, სახე „იქს-ადამიანების“ კინოფრენჩაიზიდან.
2010 წელს, დრამატულ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ პატრიკ სტიუარტს რაინდის წოდება მიანიჭა. ამის შემდეგ მას ოფიციალურად სერ პატრიკ სტიუარტად მოიხსენიებდნენ.