დაგროვებითი პენსიის ნაადრევად გატანის დეტალები
1759831510
მოლდოვის სოციალისტური პარტია საპროტესტო აქციებს გეგმავს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო 28 სექტემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აღიარებს. ამის შესახებ პარტიის ვიცე-თავმჯდომარე, ვლად ბატრინჩამ აცხადებს.
სოციალისტური პარტიის ვიცე-თავმჯდომარის თქმით, საპარლამენტო არჩევნები დარღვევებითა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით მიმდინარეობდა, რამაც ეჭვქვეშ დააყენა ხმის მიცემის საკითხი.
„ჩვენ არ შეგვიძლია, სერიოზულად ვისაუბროთ მოლდოვის მომავალზე, თუ ქვეყანაში არ იქნება დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები. ასეთ პირობებში არც ეკონომიკა იქნება, არც დემოგრაფიული ზრდა, არაფერი. არჩევნები სამართლიანი უნდა იყოს და მონაწილეობის პირობები თანაბარი. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია, ვისაუბროთ დემოკრატიაზე“, – თქვა ბატრინჩამ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ უარი უნდა თქვას არჩევნების შედეგების აღიარებაზე, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, რას მოიმოქმედებს სოციალისტური პარტია სასამართლოს მიერ არჩევნების აღიარების შემთხვევაში, ბატრინჩამ განაცხადა, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ მოლდოვის ქუჩებში ყველა შესაძლო მეთოდით.