1728194938
მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ, 90 წლის ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (იაპონია)
პირველ იანვარს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ, მაშველებმა 90 წლის ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
იაპონიაში მიწისძვრას 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ქალი 124 საათის განმავლობაში იშიკავას პრეფექტურაში მდებარე ორსართულიანი შენობის ნანგრევებში იმყოფებოდა, ნანგრევებიდან ამოსაყვანად კი მაშველებს რამდენიმე საათი დასჭირდათ.
იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ფეხები აქვს დაზიანებული, თუმცა საუბრობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. ეპიცენტრი ნახევარკუნძულ ნოტოზე დაფიქსირდა. რთული მდგომარეობაა ისიკავას პრეფექტურაში, სადაც დაიწვა 100-ზე მეტი სახლი, ათობით კი დაინგრა.
ასევე ნახეთ:
როგორ აკონტროლებს სალომე უშხვანი ქმრის ერთგულებას და რატომ დაჰყვება ის სამსახურში ნიკოლოზ ქართველს
VIDEO: ემოციური კადრები - როგორ აღნიშნეს შობის დღესასწაული ერკეთის დედათა მონასტერში