1754478880
Microsoft-ი თავის იუბილეს კროქსების გამოშვებით აღნიშნავს

Microsoft თავისი 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ბრენდთან Crocs კოლაბორაციას ამზადებს. The Verge-ის ინფორმაციით, კომპანია საბოების ლიმიტირებულ სერიას გამოუშვებს, რომელთა დიზაინიც ოპერაციული სისტემის Windows XP შთაგონებით არის შექმნილი.
ფეხსაცმლის გაფორმებაში გამოყენებულია პეიზაჟი მწვანე გორაკებითა და ცისფერი ცით - ცნობილი ფოტო „სიმშვიდე“, რომელიც Windows XP-ის დესკტოპის სურათი იყო. კომპლექტში ფეხსაცმელთა ერთად შედის სხვადასხვა თემატური აქსესუარი და მათი შესანახი სპეციალური ტომარა.
ფეხსაცმლის ფასი 80 დოლარია. ამ ეტაპზე მისი წინასწარი შეკვეთა მხოლოდ Microsoft-ის თანამშრომლებს შეუძლიათ, თუმცა მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში გაყიდვები ფართო აუდიტორიისთვისაც გაიხსნება.