„შენს ჯგუფში დღეს გაკვეთილი არ ჩატარებულა...“ - თბილისში ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ
1793390276
მეზღვაურთა გაფიცვის გამო, საბერძნეთის კუნძულები გარე სამყაროსგან იზოლირებული აღმოჩნდა.
გაფიცვამ შვიდი პორტი მოიცვა, ბორნების მიმოსვლა ფაქტობრივად შეჩერებულია, რის გამოც ასობით ტურისტი ვერ ახერხებს გადაადგილებას.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მეზღვაურთა პროფკავშირები ხელფასების 12%-ით ზრდას, სამუშაო და უსაფრხთოების პირობების გაუმჯობესებას და სამუშაო დღის შვიდ საათამდე შემცირებას მოითხოვენ, ხოლო ისეთ რეგიონებს, სადაც შეიარაღებული კონფლიქტებია, საბრძოლო მოქმედებების ზონის კლასიფიკაცია მიენიჭოთ და ამ რეგიონებში მეზღვაურების გაგზავნა აღარ მოხდეს. ასევე მათი მოთხოვნაა, შეწყდეს სავაჭრო -კომერციული გემებით სამხედრო მასალების ტრანსპორტირება.
გაფიცვა ეხება პირეოსის, რაფინას, ლავრიოს, პატრას, იგუმენიცას, ელეფსინას და რიო-ანტირიოს პორტებს.