თელავში მამაკაცი ავტომობილით საკუთარ მეუღლეს დაეჯახა
1770981740
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროპას შეუძლია გლობალურ დონეზე ახალ სავაჭრო და პოლიტიკურ პარტნიორებს მიმართოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემ The Guardian ავრცელებს.
მისი თქმით, „პარტნიორობა აქ აბსოლუტური ტერმინი არ არის; ის არ მოითხოვს ყველა ღირებულებისა და ინტერესის სრულ თანხვედრას“.
კანცლერმა კონკრეტული ქვეყნებიც დაასახელა, კერძოდ, კანადა, იაპონია, თურქეთი, ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ყურის ქვეყნები და სხვები.
„ჩვენ, გერმანელებმა, ვიცით, რომ სამყარო, სადაც ძალა განსაზღვრავს სიმართლეს, ბნელი ადგილი იქნებოდა. მე-20 საუკუნეში ჩვენმა ქვეყანამ გაიარა ეს გზა მწარე და საშინელ დასასრულამდე“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.