მედდამ ინსულინის გადაჭარბებული დოზით 2 ქალი მოკლა (უცხოეთი)

ინსულინის ნემსები

პენსილვანიაში ყოფილ ექთანს დაახლოებით 19 ადამიანის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. დადასტურებულად, მედდამ ინსულინის ფგადაჭარბებული დოზით 2 ქალი მოკლა.

41 წლის ჰეზერ პრესდი 2023 წლის მაისში დააკავეს. მოგვიანებით სახელმწიფო გამომძიებლებმა პრესდის ბრალი წაუყენა 2020-დან 2023 წლამდე 5 სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, 19 სხვა პაციენტის მოკვლის მცდელობის ფაქტზე.

პრესდის სავარაუდო მსხვერპლთა ორმა ოჯახმა შეიტანა სარჩელი სასამართლოში.

ერთ-ერთი სარჩელის მიხედვით, პრესდიმ მოკლა 78 წლის ირინე საიმონსი, როდესაც მას მისი ქალიშვილი, ელიზაბეთი სტუმრობდა კლინიკაში.

სარჩელში ნათქვამია, რომ როდესაც ელიზაბეტმა პალატა მცირე დროით დატოვა, პრესდიმ პაციენტს „60 ერთეული ხანმოკლე მოქმედების ინსულინი“ გაუკეთა. ქალს სუნთქვა გაუხშირდა. ოთახში დაბრუნებულ ელიზაბეთს კი დედა გარდაცვლილი დახვდა.

„თავად ჰეზერ პრესდი არ გასულა ოთახიდან, არამედ დარჩა პალატაში და ამ ყველაფერს უყურებდა“, - ნათქვამია სარჩელში.

საბოლოოდ, პრესდიმ აღიარა, რომ მთლიანობაში 120 ერთეული ხანმოკლე მოქმედების ინსულინი გაუკეთა სიმონს, მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტი არ ჰქონდა. 

სიმონსი იყო მესამე პაციენტი, რომელიც გარდაიცვალა პრესდის მეთვალყურეობის ქვეშ. მან ასევე აღიარა, რომ ცდილობდა მინიმუმ 19 სხვა პაციენტის მოკვლას.

„პრესდეს ბრალად ედება ინსულინის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება იმ პაციენტებზე, რომელთაგან ზოგი დიაბეტით იყო დაავადებული და სჭირდებოდა ინსულინი, ზოგი კი არა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.