მასუდ ფეზეშქიანი: ირან-რუსეთის წარმატებული თანამშრომლობა ადასტურებს, რომ მსოფლიოში უნილატერალიზმის დრო დასრულდა

მასუდ ფეზეშქიანი

ირან-რუსეთის წარმატებული თანამშრომლობა ადასტურებს, რომ მსოფლიოში უნილატერალიზმის დრო დასრულდა, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა, რუსეთს ენერგეტიკის მინისტრთან, სერგეი ცივილევთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ირანის პრეზიდენტმა, ფეზეშქიანმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შეუძლიათ თავიანთი ერების წინსვლა ზრდისა და განვითარებისკენ უნილატერალურ ძალებზე დაყრდნობის გარეშე.

ირანის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა ოპტიმიზმი ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობის მიმართ და ხაზი გაუსვა ორივე მხარის ვალდებულებას, დააჩქარონ ორმხრივი შეთანხმებების განხორციელება.

ფეზეშქიანმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები კიდევ უფრო ფართო განვითარებას შეუწყობს ხელს.