მარკო რუბიო: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებისთვის ძალიან ცოტა დრო დარჩა

მარკო რუბიო

ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებისთვის ძალიან ცოტა დრო დარჩა – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

რუბიოს თქმით, შეთანხმების მისაღწევად, შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე კვირა იყოს დარჩენილი.

„ვფიქრობთ, რომ შეთანხმების მიღწევის ძალიან მოკლე ვადა გვაქვს. თვეები აღარ გვაქვს და ალბათ დღეები და შესაძლოა რამდენიმე კვირაც დაგვრჩა“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

მარკო რუბიო ისრაელიდან კატარში მიემგზავრება. „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მოლაპარაკებებში შუამავლობს.