მარკო რუბიო აცხადებს, რომ შესაძლოა, მომავალ კვირას დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ნიუ იორკში შეხვდნენ

მარკო რუბიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, მომავალ კვირას უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის ნიუ-იორკში შეხვდეს, სადაც მსოფლიო ლიდერები გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე შეიკრიბებიან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ  მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ არც ერთ ლიდერს მსოფლიოში არ გაუკეთებია უკრაინაში ომის დასასრულებლად იმდენი, რამდენიც დონალდ ტრამპმა გააკეთა.

„ის გააგრძელებს მცდელობას. თუ მშვიდობა შესაძლებელია, ტრამპს მისი მიღწევა სურს. რაღაც მომენტში პრეზიდენტმა შესაძლოა, დაასკვნას, რომ ეს შეუძლებელია. ის ჯერ არ არის ამ ეტაპზე, თუმცა რაღაც მომენტში შეიძლება მივიდეს“, – განაცხადა რუბიომ