„მაქვს 3-საათიანი ჩანაწერი...“ - სალომე გოგიაშვილი სკანდალური ამბის დეტალებს ასაჯაროებს
1754855940
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების მიუხედავად, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება, - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი. მარკ რუტეს თქმით, 15 აგვისტოს შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტი კრემლის ლიდერს გამოცდის.
„პუტინი კვლავ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს დასავლური ალიანსისთვის. ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი ტრამპი მას გამოცდის. მნიშვნელოვანია იმის დანახვა თუ რამდენად სერიოზულად არის განწყობილი პუტინი. დაგეგმილი შეხვედრა უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამავდროულად მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის გაგრძელების შემდგომი ეტაპის დაწყება. იმის მიუხედავად თუ რით დასრულდება 15 აგვისტოს სამიტი, ნატო გააგრძელებს იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინას ყველა საჭირო საშუალება ჰქონდეს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისა და თავდაცვისთვის, ასევე საუკეთესო პოზიციისთვის იმ მომენტისთვის, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებების ან ცეცხლის შეწყვეტის დრო დადგება“, - განაცხადა რუტემ.