მაკრონი: საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს

ემანუელ მაკრონი

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“.

„როგორც ახლო აღმოსავლეთში ჩემი ქვეყნის ისტორიული ვალდებულების ერთგული [...] საფრანგეთი დღეს აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

„საფრანგეთს არასდროს გაუცრუებია იმედი ისრაელისთვის, როდესაც მისი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ იდგა. პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ჰამასისთვისაც“ დამარცხებაა, ისევე როგორც ანტისემიტებისთვის (და ანტისიონისტებისთვისაც). ეს აღიარება სასარგებლო მოლაპარაკებების გზას ხსნის [...] ის ძალადობის ციკლის გაწყვეტის ამბიციას შეიცავს“, - განაცხადა მან.

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ „მოვუწოდებ ისრაელს, რომ არაფერი გააკეთოს“ [მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით] მოლაპარაკებების შესაფერხებლად და მხარი დაუჭირა პალესტინის ადმინისტრაციის შექმნას, რომელსაც „ღაზაში უსაფრთხოების საკითხებში მონოპოლია“ ექნება.