ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1758918909
მივიღეთ გადაწყვეტილება, კომისიის დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება "ნაცმოძრაობის" და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა განაცხადა.
საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებები კეთდება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ჩადენილ დანაშაულებს სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს.
"კოლექტიურ ნაცმოძრაობაში შედიან ე.წ პარტიები, რომლებიც მიტმასნილი არიან ერთ მთავარ წყაროს და ეს არის გარედან მიღებული დავალება. ადამიანები, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ ფეხქვეშ თელავენ ჩვენს კონსტიტუციას.
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მათ შორის, დასკვნის საფუძველზე მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურად შეაფასებს იმ კონსტიტუციური ჩანაწერების დარღვევას, რომელიც 2003 წლიდან ყველა ფეხის ნაბიჯზე გვხვდება,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.