კირ სტარმერი - ჩემი ფიქრები ჩარლი კირკის ახლობლებთანაა, ყველას უნდა გვქონდეს უფლება, ვიდებატოთ თავისუფლად, შიშის გარეშე, პოლიტიკურ ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს

კირ სტარმერი

ჩარლი კირკის სიკვდილი გულდასაწყვეტია. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი წერს.

„ჩემი ფიქრები ჩარლი კირკის ახლობლებთანაა. გულდასაწყვეტია, რომ ახალგაზრდა ოჯახს მამა და ქმარი წაართვეს. ყველას უნდა გვქონდეს უფლება, ვიდებატოთ ღიად და თავისუფლად, შიშის გარეშე, პოლიტიკურ ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს“, – წერს სტარმერი.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის ცნობით, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.