კატარის ემირი: მტკიცედ ვართ მოწოდებული, გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად და ისრაელის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად

კატარის ემირი

კატარის ემირმა, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანიმ ისრაელის თავდასხმას კატარზე მზაკვრული და ლაჩრული უწოდა.

„არაბული ლიგისა“ და „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ საგანგებო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას კატარის ემირმა აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო შოკირებული იყო აგრესიითა და ლაჩრული ტერორისტული აქტით.

„ჩვენ მტკიცედ ვართ მოწოდებული, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია ჩვენი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად და ისრაელის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ისრაელის ომი ღაზაში განადგურების ომად გადაიქცა. ისრაელს სურს, ღაზა საცხოვრებლად უვარგისი გახადოს, რაც მოსახლეობის გადასახლების წინაპირობაა“, – აღნიშნა შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანიმ.

დოჰამ, აშშ-ის ახლო მოკავშირემ, რომელიც რეგიონში აშშ-ის უდიდეს სამხედრო ბაზას მასპინძლობს, უპრეცედენტო თავდასხმას „სახელმწიფო ტერორიზმი“ უწოდა.

ცნობისთვის, 9 სექტემბერს ისრაელი „ჰამასის“ ხელმძღვანელობას დოჰაში თავს დაეხსნა. „ჰამასის“ ლიდერები აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადების განსახილველად იყვნენ შეკრებული. პალესტინური დაჯგუფება აცხადებს, რომ მისი უმაღლესი ხელმძღვანელობა მკვლელობის მცდელობას გადაურჩა.