ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ისრაელზე სარაკეტო დარტყმა ირანის ინტერესებისა და მოქალაქეების დაცვის მიზნით განხორციელდა.
„ეს ქმედება განხორციელდა ირანის ინტერესებისა და მოქალაქეების დასაცავად. ნეთანიაჰუმ უნდა იცოდეს, რომ ირანი არ არის მეომარი მხარე, მაგრამ ის მტკიცედ დგას ყოველგვარი საფრთხის წინააღმდეგ. არ შეხვიდეთ კონფლიქტში ირანთან“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
როგორც ისრაელის არმიაში აღნიშნეს, საჰაერო თავდაცვამ რაკეტების დიდი ნაწილი გაანეიტრალა.
აშშ ასევე მონაწილეობდა ისრაელის დაცვაში, როგორც ირანისგან მომავალი საფრთხის იდენტიფიცირებით, ასევე ზოგიერთი რაკეტის ჩამოგდებით.