ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ირანი

ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა მიიტანა. ცნობას ტელეკომპანია ABC ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანული მედია იუწყება, რომ ისპაჰანის საერთაშორისო აეროპორტთან აფეთქებების ხმა ისმოდა. გავრცელებული ცნობით, დღეს დილით ავიაკომპანიებმა „ემირატმა“ და „ფლაი დუბაიმ“ დასავლეთ ირანის თავზე ავიარეისების მარშრუტების გადამისამართება დაიწყეს. ფრენა შეჩერებულია თეირანში, ისპაჰანსა და შირაზში.