მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სამხედრო მოქმედებები გრძელდება. ისრაელისა და შეერთებული შტატების ავიაციამ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინას, ასევე თეირანში სამხედრო ობიექტებს და ბენდერ-ე-ჩაბაჰარის პორტს დაარტყა. თავრიზში იერიში მიიტანეს ეფ-4 და ეფ-5 კლასის ირანულ ავიაგამანადგურებლებზე, რომლებიც, ცაჰალის ცნობით, ისრაელზე თავდასხმისთვის ემზადებოდნენ. დაიბომბა ირანის კონარაკის ბაზა, რის შედეგადაც განადგურდა დრონები, საკრეისერო რაკეტების საცავი ბუნკერი, ჩაიძირა სამხედრო ხომალდი.
შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა ძალებმა ომანის ყურეში ირანის საზღვაო ძალების „ჯამარანის“ კლასის კორვეტს დაარტყეს. საჰაერო ძალებმა კი ახლახან გაანადგურა ათობით გამშვები დანადგარი, რომლებიც ისრაელის მიმართულებით გასაშვებად იყო მზად.
ისრაელი სამხედრო ოპერაციის კიდევ უფრო გაძლიერებას აანონსებს.
საბრძოლო მოქმედებები რეგიონის 10 ქვეყანაზე ვრცელდება. ისლამური რესპუბლიკა თავდასხმებს მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზეც აწყობს. ღამით ირანმა ერაყის ქალაქ ერბილეში ამერიკულ ბაზაზე მიიტანა იერიში. თეირანის მტკიცებით, იერიშების სამიზნე იქ არსებული ამერიკული სამხედრო ბაზებია, თუმცა, ბაზების პარალელურად, ირანული რაკეტებით იბომბება აეროპორტები, პორტები და სამოქალაქო ობიექტები. ვრცელდება ცნობები დუბაიში 4 მოქალაქის დაშავების შესახებ. აბუ დაბიში ირანული რაკეტა საკრუიზო ლაინერთან ახლოს ჩამოვარდა.