ისრაელის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ირანის მიერ გაშვებულმა რაკეტამ იერუსალიმის ერთ-ერთ უბანს დაარტყა, დაიჭრა, სულ მცირე, ექვსი ადამიანი

„ცაჰალი“: ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 75 ობიექტი დაბომბა

 ისრაელის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ირანის მიერ გაშვებულმა რაკეტამ იერუსალიმის ერთ-ერთ უბანს დაარტყა. დაიჭრა, სულ მცირე, ექვსი ადამიანი.

როგორც CNN-ი წერს, ირანის საპასუხო დარტყმების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რაკეტა იერუსალიმის მიმართულებით გაუშვეს.

„ექიმები მკურნალობენ რამდენიმე დაჭრილს იერუსალიმში“, – აღნიშნავენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, კვლავ მიმდინარეობს ძიება რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის სხვა ადგილების დასადგენად.