ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
ისრაელი „ჰამასთან“ ომის გადამწყვეტ ეტაპზეა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ჩვენ ვმუშაობთ „ჰამასის“ დასამარცხებლად. ამ გზაზე ერთად საოცარი მიღწევები გვქონდა, რადგან ირანის ღერძი გავტეხეთ ღაზაში, ლიბანში „ჰეზბოლასთან“, ასადის რეჟიმთან, თვით ირანთანაც კი, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხეებით დაგვემუქრა და ახლა „ჰუსიტებთან“, მაგრამ ის, რაც ღაზაში დაიწყო, ღაზაში უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებისთვის მიმართვისას.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომის განმავლობაში მისმა მთავრობამ ძალიან რთული გადაწყვეტილებები მიიღო.
„გადაწყვეტილებები, რომელთა განხორციელებისაც არავის სჯეროდა, მაგრამ ჩვენ ისინი განვახორციელეთ, რადგან თქვენ მოგვეცით – და მეც – ძალა, რომ ისრაელი სრული გამარჯვებისკენ წაგვეყვანა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა დღეს გამოცხადებულ რეზერვისტებს განუცხადა, რომ ომი არ შეწყდება, ვიდრე მტერი არ დამარცხდება.
„ჩვენ ომს არ შევწყვეტთ, ვიდრე ამ მტერს არ დავამარცხებთ. ჩვენ უკვე შევდივართ იმ ადგილებში, სადაც აქამდე არასდროს შევსულვართ და იქ ვმოქმედებთ გამბედაობით, ძალით, სიმამაცითა და არაჩვეულებრივი სულისკვეთებით“, – განაცხადა ზამირმა.
ცნობისთვის, დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ათიათასობით რეზერვისტი გამოიძახა.