„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1785613624
ინდოეთში, სამგზავრო ავტობუსი ფერდობიდან გადავარდა, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. დაშავებულების ნაწილმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ავტობუსი 250 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქვეყნის მთიან რაიონში მოხდა.
მომხდარს ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაღუპულების და დაშავებულების ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდიან.