ილონ მასკი: ნებისმიერი ადამიანი, ვინც მკვლელობას ზეიმობს - ბოროტია და მკაცრად დასაგმობი

ილონ მასკი

ამერიკელი მილიარდერისა და SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც მკვლელობას ზეიმობს - ბოროტია და მკაცრად დასაგმობი.

სოციალურ ქსელ X-ის მფლობელი ამ განცხადებასთან ერთად აზიარებს მოსაზრებას, რომ შეერთებულ შტატებში ახალი პოლიტიკური დაყოფა მიმდინარეობს - ერთ მხარეს არიან ისინი, ვინც იმ უდანაშაულო ადამიანის მკვლელობას ზეიმობენ, რომლის პოლიტიკური მოსაზრებებიც მათგან განსხვავდება, მეორე მხარეს კი ისინი, ვინც პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მკვლელობას არ ამართლებენ.