9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
იერუსალიმში პოლიციამ 80 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილია საკუთარი მომვლელის, 76 წლის ჰაბიბა ვაშდის მკვლელობაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მომვლელი ორი დღის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, მისი ცხედარი კი 23 სექტემბრის საღამოს, კირიათ მენაქემის უბანში, ეჭვმიტანილის ბინაში აღმოაჩინეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დანაშაულის იარაღი დანა იყო.
ეჭვმიტანილი დაკავებულია და ახლა პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება. მისი სახელი ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი 1980-იან წლებში სამმაგ მკვლელობასთან არის დაკავშირებული.