იაპონია მზად არის, მონაწილეობა მიიღოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში - იაპონიის პრემიერ-მინისტრი

შიგერუ იშიბა

იაპონია მზად არის, მონაწილეობა მიიღოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში, – ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შიგერუ იშიბამ განაცხადა.

„ჩვენ საფუძვლიანად განვიხილავთ, რისი გაკეთება შეუძლია და რა უნდა გააკეთოს ჩვენმა ქვეყანამ, მათ შორის კანონებისა და შესაძლებლობების თვალსაზრისით და შევასრულებთ შესაბამის როლს“, – განაცხადა იშიბამ.

მისივე თქმით, იაპონია „არ არის იმ ფაზაში, როდესაც შეუძლია დეტალების მიწოდება იმ მხარდაჭერის შესახებ, რომლის შეთავაზებაც უკრაინისთვის შეუძლია“.