შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
                                                                წითელი ჯვრის ცნობით, „ჰამასის“ მიერ სამი მძევლის ცხედრის დაბრუნების შემდეგ, ისრაელმა 45 პალესტინელის ნეშტი დააბრუნა.
ისრაელის ოფიციალური პირების ინფორმაციით, „ჰამასმა“ სამი ისრაელელ ჯარისკაცის ცხედარი გადასცა.
ცხედრების მიღებას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს. სამინისტროს თქმით, ბოლო პერიოდში დაბრუნებული ცხედრებიდან მხოლოდ 78-ია იდენტიფიცირებული.
მედიის ცნობით, სასამართლო ექსპერტიზის სამუშაოებს ღაზაში დნმ-ის ტესტირების ნაკლებობა ართულებს.
ცნობისთვის, ისრაელ -„ჰამასის“ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ყოველი გარდაცვლილი ისრაელელი მძევლის დაბრუნების სანაცვლოდ ისრაელი 15 პალესტინელის ნეშტს აბრუნებს.