გიდეონ საარი: მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე განიხილება ებრაულ დასახლებებზე კანონის გავრცელება და არა პალესტინის ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებული ტერიტორიის ანექსირება

გიდეონ საარი

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე განიხილება ებრაულ დასახლებებზე კანონის გავრცელება და არა პალესტინის ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებული ტერიტორიის ანექსირება, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა.

ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოლაპარაკებები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ გაიმართება.

„პალესტინის ხელისუფლების ტერიტორიების ანექსიის განხილვაც კი არ არის განზრახული, რადგან ჩვენ არ გვსურს პალესტინელების კონტროლი. რაც შეიძლება განიხილებოდეს, მაგრამ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, არის ისრაელის კანონის აღსრულება იქ განლაგებულ ისრაელის თემებზე და არა პალესტინის ავტონომიის დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე”, – აღნიშნა გიდეონ საარმა.