1758053825
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად გასული დღის განმავლობაში, სულ მცირე, 79 ადამიანი დაიღუპა და 228 დაშავდა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად გასული დღის განმავლობაში, სულ მცირე, 79 ადამიანი დაიღუპა და 228 დაშავდა.
არაბული მედიის თანახმად, მათი უმრავლესობა ქალაქ ღაზაში მოკლეს, სადაც ისრაელი მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ატარებს.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ჩამონგრეული შენობების ნანგრევების ქვეშ კიდევ რამდენიმე ადამიანია მოყოლილი.
გავრცელებული ცნობით, ალ-ყუდსის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ისრაელის მიერ უპილოტო აპარატით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. არაბული მედია წერს, რომ ისრაელის არმია აგრძელებს „უკიდურეს ზეწოლას“, რათა ჩრდილოეთით მცხოვრები ასობით ათასი პალესტინელი იძულებით გადაიყვანოს გადატვირთულ ცენტრალურ და სამხრეთ ღაზის სექტორში.
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მსხვერპლის რიცხვი 65 000-ს გადასცდა.