ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციისას ბოლო ერთ დღეში 70 ადამიანი დაიღუპა, ისრაელში კი აცხადებენ, რომ „ჰამასის“ რამდენიმე მეთაური მოკლეს

ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციისას ბოლო ერთ დღეში 70 ადამიანი დაიღუპა, ისრაელში კი აცხადებენ, რომ „ჰამასის“ რამდენიმე მეთაური მოკლეს

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში 70 ადამიანი ემსხვერპლა, 104 კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ღაზის ჯანდაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედროები თავს დაესხნენ სკოლის შენობას. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის ჩრდილოეთით ათობით სახლი დაწვეს.

ამასთან, ისრაელში განაცხადეს, რომ ღაზაში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში, „ჰამასის“ რამდენიმე მეთაური მოკლეს, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

გავრცელებული ცნობით, 2025 წლის პირველ ცხრა დღეში არაბულ ანკლავში სამხედრო ოპერაციის შედეგად 490 ადამიანი დაიღუპა, 2023 წლის შემდეგ კი მსხვერპლის საერთო რაოდენობამ 46 ათასს გადააჭარბა.