1757269592
გერმანული მედია - რუსული დრონების ნაწილი, რომელიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, NATO-ს ბაზისკენ მიფრინავდა

რუსული დრონების ნაწილი, რომელიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, ნატო-ს ბაზისკენ მიფრინავდა, – ამის შესახებ გერმანული მედია წერს.
როგორც გერმანული მედია წერს, 10 სექტემებრს ნატო-ში შიდა ბრიფინგი გაიმართა, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა, სადაც, მათ შორის, განხილული იყო რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის საკითხი.
პოლონეთში ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ხურთი რუსული დრონი ნატო-ს ბაზისკენ მიფრინავდა, რომელიც უკრაინაში სამხედრო დამხარების მიწოდებას უზრუნველყოფს.
მედიის ცნობით, ნატო-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ეს ქმდება მიზნად ისახავად ჩრდილოტალანტიკური ალიანსის რეაგირების სიჩქარისა და რესურსების გამოცდას, რომელსაც ნატო უპილოტო საფრენ აპარატებთან საბრძოლველად გამოიყენებს.
გერმანული მედია წერს, რომ ნატო რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრას თავდასხმად არ განიხილავს, რადგანაც დრონების ნამსხვრევებში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა.