პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
6 წლის ბიჭი, რომელიც მეზობელმა ბეისბოლის ჯოხით სცემა, გარდაიცვალა. იგი ოთხშაბათს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უნდა მოეხსნათ, თუმცა ბიჭის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა.
„ის იბრძოდა 60 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში და უმჯობესდებოდა მდგომარეობა. მე იქ ვიყავი, როდესაც ბოლოჯერ ამოისუნთქა. არც ერთმა მშობელმა არ უნდა ნახოს შვილის გარდაცვალება.
მადლობა ყველას ჩვენი მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით ჯერემის მხარდაჭერისთვის. ის იყო შესანიშნავი და მოსიყვარულე ბავშვი, რომელიც ასრულებდა ოქროს წესს“,- ამბობს ჯერემის მამა.
ბავშვზე თავდასხმა 11 სექტემბერს, დილის 5 საათზე მოხდა. 39 წლის მამაკაცი მეზობლის სახლში შევიდა და ორ ადამიანს თავს დაესხა, მათ შორის იყო 6 წლის ბავშვი.
ლოგანს ბრალი წაუყენეს პირველი ხარისხის ორ დანაშაულში: ბავშვის დაზიანება და დამამძიმებელი თავდასხმა ოჯახის წევრზე სასიკვდილო იარაღით.
ასევე ნახეთ:
რატომ ქორწინდებიან კაცები ქალებზე, რომლებიც არ უყვართ - ფსიქოლოგის განმარტება
„რომანტიკული, სიყვარულით სავსე კავშირია...“ - ზოდიაქოს რომელი ნიშნები შეეფერებიან ერთმანეთს