სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
ისრაელის ქმედებები ღაზაში გენოციდს უტოლდება, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შექმნილი კომისია იუწყება.
გაერო-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ღაზაში „პალესტინელების განადგურება ხდება“ და ისრაელის ქმედებები აკმაყოფილებს გენოციდის განმარტებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.
როგორც „სქაი ნიუსის“ წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერო-მ მსგავსი განცხადება საჯაროდ გააკეთა და, სავარაუდოდ, მას ისრაელის მთავრობის კრიტიკა მოჰყვება.
მედიის ცნობით, ისრაელი გაერო-ს კომისიასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და აღნიშნავს, რომ კომისია მიკერძოებულია.
ისრაელი ამ დროისთვის ღაზის დაახლოებით 75%-ს აკონტროლებს. ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, ბოლო დღეების განმავლობაში ქალაქი ღაზა ღამით 20 000-მა პალესტინელმა დატოვა.
გავრცელებული ცნობით, ქალაქიდან 320 000-ზე მეტი პალესტინელი გადავიდა სექტორის სხვა რაიონებში, რაც ისრაელის არმიის მიერ ამ ტერიტორიაზე „ჰამასის“ წინააღმდეგ დაგეგმილი შეტევის დაწყებამდე მოხდა.