ფინეთში ექიმი მშობლების ცხედრებს სახლში, საყინულეში 30 წლის განმავლობაში ინახავდა

ფინეთი


პოლიციამ ფინეთის ქალაქ ტურკუში, კერძო სახლში, საყინულეში ორი ზრდასრული ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა. სამხრეთ-დასავლეთ ფინეთის პოლიციის დეტექტივმა ლასე პუნკტუატემ განაცხადა, რომ ცხედრები იქ 30 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, იუწყება https://yle.fi

სამართალდამცველებმა 80 წლის ექიმი დააკავეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში საეჭვოდ იქცეოდა. ის დაკრძალვის ცერემონიას ატარებდა, რის გამოც პოლიციას ეჭვი გაუჩნდა.

გამოძიებამ აჩვენა, რომ საყინულეში წყვილის ნეშტი იდო. ერთი მათგანი 1994 წელს გარდაიცვალა, მეორე კი - 1995 წელს. მათი დაკრძალვა თავდაპირველად დაგეგმილი იყო, მაგრამ არ განხორციელებულა.

„ორი ადამიანი ტურკუში, კერძო სახლის საწყობში, საყინულეში ინახებოდა. ცხედრები ორ სხვადასხვა საყინულეში ჩხრეკის დროს იპოვეს“, - განაცხადა პუნკტუატმა.