ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საჰაერო თავდაცვის კომპანიაში აცხადებენ, რომ საიდუმლო ობიექტებთან დაუდგენელი ცშენიშნეს

დრონები

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საჰაერო თავდაცვის კომპანია Thales Belgium-ში აცხადებენ, რომ საიდუმლო ობიექტებთან დაუდგენელი დრონები შენიშნეს.

კომპანიის დირექტორის, ალენ კვერენის ინფორმაციით, ბოლო დროს კომპანიის ობიექტებთან დრონების გამოჩენის შემთხვევები გახშირდა.

მისი თქმით, ლიეჟის აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც კომპანიას ლიცენზია აქვს 70 მმ-იანი რაკეტებისთვის ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობასა და შენახვაზე, უცნობი საფრენი ობიექტი შენიშნეს.

„შეშფოთებულები ვართ ამ მოვლენებით“, – აღნიშნა ალენ კვერენიმ.

ცნობისთვის, ევროპის ქვეყნების რამდენიმე აეროპორტსა და სტრატეგიულ ობიექტებზე ბოლო დღეებში დრონების გამოჩენამ უსაფრთხოების პრობლემები შექმნა. დროების დაფიქსირების გამო გადაიდო ან გაუქმდა ათობით ავიარეისი