„გარდაიცვალა ახალგაზრდა, ენერგიული და მიზანდასახული ადამიანი“ - სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1757015810
ევროპელ ლიდერებს სურთ, რომ 4 სექტემბერს პარიზში დაგეგმილ „მსურველთა კოალიციის“ წევრი ქვეყნების შეხვედრას დონლად ტრამპიც დაესწროს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
ბერლინში აცხადებენ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც აპირებენ ხვალ პარიზში დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრებას, განიხილავენ ჰიბრიდულ რეჟიმში დონლად ტრამპის ჩართვას.
„მე ვერაფერს ვიტყვი წინასწარ, მაგრამ ამის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა საფრანგეთის, პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თავმჯდომარეობით ჩატარდება. მათ შეუერთდება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რათა განიხილოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი.