ევროპარლამენტის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა მემარცხენე იტალიელი დეპუტატისთვის, ილარია სალისისთვის იმუნიტეტის გაუქმებას

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა მემარცხენე იტალიელი დეპუტატისთვის, ილარია სალისისთვის იმუნიტეტის გაუქმებას. სალისს უნგრეთში 2023 წელს ულტრამემარჯვენე აქტივისტზე თავდასხმის მცდელობა ედება ბრალად. მან უნგრეთში ერთ წელზე მეტი პატიმრობაში გაატარა, ვიდრე ევროპარლამენტში აირჩევდნენ მწავენათა და მემარცხენე ალიანსიდან.

თავად დეპუტატი ბრალდებებს უაროფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

როგორც ევროპარლამენტის სამართლებრვ საკითხთა კომიტეტში განაცხადეს, უნგრეთში ილარია სალისისთვის არ იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლო.

გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, კომიტეტის 13-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა „ევროპის სახალხო პარტიის“ დეპუტატის, ადრიან ვასკეს ლაზარას ანგარიშს, რომელიც სალისისთვის იმუნიტეტის გაუქმების რეკომენდაციას შეიცავს, 12 ევროპარლამენტარმა კი მხარი დაუჭირა.

„ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი კანონის უზენაესობისა და ჩვენი დემოკრატიის დაცვაში. ორბანის შანტაჟის მცდელობების უარყოფით, ევროპარლამენტის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტმა ევროპულ ინსტიტუტებს ღირსება შეუნარჩუნა“, – ნათქვამია მემარცხენეთა პარტიის განცხადებაში.

უნგრეთის პროკურატურამ სალისისთვის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით გასული წლის ოქტომბერში მიმართა. წინა კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ილარია სალისი მოძრაობა „ანტიფას“ წევრად მოიხსენია.