1747426187
ევროკავშირის 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრები რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქციას შეუერთდნენ

ევროკავშირის წევრი რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
შეკრებილებს სიტყვით მიმართეს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიკელსონმა, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა, ასევე ფინეთისა და პოლონეთის პარლამენტების წარმომადგენლებმა.
ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენელთა გამოსვლების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე აჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.