1751744974
ესპანეთის პოლიციამ კოკაინის რეკორდული რაოდენობა ამოიღო

ესპანეთის პოლიციამ ალხესირარის პორტში 13 ტონა კოკაინი ამოიღო. Reuters-ის ცნობით, ნარკოტიკული საშუალება ბანანის კონტეინერში იყო დამალული.
ამ ოპერაციამ 2023 წელს დამყარებული რეკორდი მოხსნა, როდესაც ესპანეთის პოლიციამ 9,4 ტონა კოკაინი ამოიღეს.
გამოძიების ფარგლებში, მადრიდსა და ალიკანტეში სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა. დააკავეს ერთი ადამიანი, ორი იძებნება. ასეთი რაოდენობის კოკაინი სამართალდამცველებმა ევროპაში ისტორიაში მეორედ ამოიღეს.